Tuesday, May 4, 2010

უცხო ერის შვილები დედაქალაქის სამსახურში

1. პროექტის სახელი : უცხო ერის შვილები დედაქალაქის სამსახურში

რატომ არის პროექტი აქტუალური?
რა მიზნებს ემსახურება იგი?


2. მნიშვნელობა და აქტუალობა.
მოსწავლეებმა გააცნობიერონ წარსულში თბილისში მოღვაწე სხვადასხვა ეროვნების პიროვნებათა ღვაწლი ჩვენი ქალაქის წინაშე.

3. მიზნები და შედეგები .
მომავალი თაობისათვის დედაქალაქში მოღვაწე უცხო ერის წარმომადგენლების დამსახურების გაცნობა.
სხვისი დამსახურების პატივისციემა (ტოლერანტობა).
კონტაქტის დამყარება თბილისში არსებულ უცხო ეროვან სკოლებთან ურთიერთობის განმტკიცების მიზნით.

4. პროექტის სრული აღწერა.
დღეს როდესაც დაძაბული ურთიერთობებია ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან, საჭიროდ მიმაჩნია წინ წამოვწიოთ და გავაცნოთ მომავალ თაობას წარსულში თბილისში მოღვაწე სხვადასხვა ეროვნების პიროვნებათა ღვაწლი ჩვენი ქალაქის წინაშე. ბევრი ასეთი პიროვნება თბილისშია დაკრძალული. არსებობს მათი სახლ-მუზეუმები მემორიალური დაფები და ძეგლები. მათ დაიმსახურეს ქართველი ხალხის სიყვარული, პატივისცემა და აღიარება, მინდა მაგალითი იყოს მომავალი თაობისათვის მათი ჩვენი ერისადმი დამოკიდებულება, სიყვარული და ერთგულება, რათა მომავალმა თაობამ კარგად შეიცნოს საკუთარი სიმდიდრე და პატივი სცეს სხვისას იყვნენ ტოლერანტები.
პროექტის ყველა მოინაწილემ უნდა მოიძიოს თბილისში მოღვაწე სხვადასხვა ეროვნების გამოჩენილ ადამიანთა მოკლე ბიოგრაფიული ცნობები, სახლ-მუზეუმების , მემორიალური დაფების , ძეგლების და მათი ნაღვაწის აღმნუსხველი კატალოგი.
ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ერთმანეტის მოსმენას, სხვათა აზირს პატივისცემას, აზრის შეჯერებას, კულტურების, ეთნოსების გაცნობას, მეგობრულ, ჯანსაღ ურთიერთობასა და თანაცხოვრებას.
დღევანდელ დინამიკურ ეთნიკურ და კულტურულად მრავალფეროვან სამყაროში საღი აზრის ფუნქციონირებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ურთიერთ პატივისცემის, ურთიერთგაგების და ურთიერთშემეცნების ჩვევები.

5. საგნებთან , ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
ისტორია, მშობლიური ლიტერატურა, უცხო ენა.

6. პროექტის შესაძლო აქტივობა კლასში.
უცხოელ მოღვაწეთა შესახებ მასალების მოძიება და შეკრება.

7. მოსალოდნელი შედეგები.
ბუკლეტის დამზადება.
მასალის განთავსება ბლოგზე.
პრეზენტაცია.

8. მონაწილეთა ასაკი.
9-10 წელი.